16:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 11:42:46, 720 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას, ეს არც ქართული ტრადიციაა და ვერც ევროპული იქნება

ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, აგრესია და ძალადობა არ არის ქართული ტრადიაცია და ვერც ევროპული ტრადიცია იქნება.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს და აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ მოვახდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და ამ აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში, და ჩვენი ყველა მოქალქის უფლება იქნება დაცული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics