14:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 13:16:45, 7350 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ოლქში ერთადერთ გამოცდილ ინფექციონისტს პანდემიის პერიოდში მუშაობა აუკრძალეს - ის ტრანსგენდერია

ბრიანსკის ოლქში #1 საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ასობით პაციენტი უკვე წევს. დღეს ჰოსპიტალს სხვადასხვა ქალაქებიდან პაციენტები შეემატება. ამ დროს მთელ ოლქში ერთადერთი სტაჟიანი ინფექციონისტი მიხაილ კრივეცკია, მაგრამ ექიმს საქმიანობა აეკრძალა.
სასამართლოს განჩინებით ექიმს პაციენტებთან მუშაობა აბსურდული ბრალდებით აეკრძალა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ მიხაილი სოც.ქსელში თურმე "არასათანადო შინაარსის სურათებს ავრცელებდა". არსებული მდგომარეობით სასამართლოს დაუსაბუთებელი დადგენილება გაუქმებულია, მაგრამ კომისიამ ექიმს ლიცენზია არ დაუბრუნა. ანუ გამოდის, რომ მიხაილს მუშაობა კი შეუძლია, მაგრამ ანაზღაურების გარეშე. ამ ინფორმაციას სოც.ქსელ "ფეისბუქზე" ოპოზიციური "ცვლილებების პარტიის" რუსეთის დუმის დეპუტატი დმიტრი გუდკოვი ავრცელებს. პარლამენტარისთვის გაუგებარია როგორ შეიძლებოდა ოლქში ერტადერთი სტაჟიანი ინფექციონისტისთვის მუშაობის ლიცენზიის ამ ვითარებაში შეჩერება.
დეპუტატი გუდკოვი დარწმუნებულია, რომ ქვეპანაში ლგბტ ადამიანების მიმართ აბსურდული დევნა მიმდდინარეობს-"დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხში ტრანსფობიამ გადამწპვეტი როლი ითამაშა. ჩინოვნიკების შიშისა და მოსამართლეების თვალთმაქცობის გამო პაციენტები ექიმის დახმარების გარეშე რჩებიან. და ეხლა გთხოვთ მომიპევით როგორ იბრძვის რუსეთი კორონავირუსთან. აი ასე იბრზვის-არანაირად",-წერს დეპუტატი საკუთარ გვერდზე.








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics