13:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 19:02:00, 758 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ანტიკორუფციული პოლიტიკა გაძლიერდება

თავდაცვის სამინისტროში ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაზე ახლახან შექმნილი საბჭო იზრუნებს.  კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

საბჭოს თავმჯდომარე  თავდაცვის მინისტრის  მოადგილე ბესიკ ლოლაძეა, თანათავმჯდომარე კი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს და  განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.  კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და განხორციელების პროცესში გამჭვირვალობისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის  უზრუნველსაყოფად  სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იგეგმება.

კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს  მორიგი  სხდომა მომავალ კვირას გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics