14:48 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 10:56:39, 558 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე მეწარმეები პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ „ზაზა ვარდუაშვილი,“ ი/მ „ბექა ვარდუაშვილი“ და შპს „TUSA“ - ს დირექტორი გიორგი ჩარგეიშვილი.

ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  აღნიშნული პირები, რომლებიც  ერთმანეთის ნათესავები არიან, ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი“- ს (ზოოპარკის) და  შსს „სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის“ გამოცხადებულ ტენდერებში,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ, შემდეგ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული სუბიექტი, რომელსაც ელექტრონულ ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, განზრახ არ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას და არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შედეგადაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტის დისკვალიფიკაცია ხორციელდებოდა. ამის შემდეგ, ხელშეკრულება ფორმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ უფრო მაღალი ფასის წარმდგენ სუბიექტთან, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები არსებითად ირღვეოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  195 - ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics