2015-07-06 11:10:26, 665 ნახვა
სამართალი
ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის“ უფროსი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური“- ს უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული ოდენობის თანხა.
„დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან