2015-07-01 10:18:36, 621 ნახვა
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ბუპრენორფინი ამოიღეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 18 ნატეხი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,061582 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან