10:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 10:15:46, 774 ნახვა

სამართალი
დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს I განყოფილების - სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ობიექტების დაცვის ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბერდია ხ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბერდია ხ-მ თავისივე თანამშრომელს, დაცვის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის რიგით ლერი ა-ს, ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებასა და სამსახურებრივ დაწინაურებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 600 აშშ დოლარი, ხოლო გამოართვა 300 აშშ დოლარი.

გამოძიება მოხელის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics