13:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 14:04:14, 828 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში სასტუმრო კომპლექსი “ Orbi Beach Tower” აშენდება

ბათუმში, 1 000 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “ Orbi Beach Tower” აშენდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  “ორბი ჯგუფს” კიდევ ერთი საინტერესო პროექტის დაწყება მიულოცა და კომპანიის მენეჯმენტს მაქსიმალური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

პრემიერის განცხადებით, “ორბი ჯგუფი” ძალიან წარმატებული კომპანიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში.

“მათ განხორციელებული აქვთ 450 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვენის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მთავრობის სახელით, მინდა დავუდასტურო მხარდაჭერა კომპანიას, მის მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში და საქართველოში მშენებლობები სერიოზული ტემპებით ვითარდება. გასულ წელს გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში უკვე გაიხსნა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასე, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics