2015-06-05 10:52:42, 639 ნახვა
ეკონომიკა
ხადური ბიუჯეტის კორექტირების შედეგად შემცირებულ ხარჯებს არ აკონკრეტებს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიუჯეტის კორექტირების შედეგად შემცირებულ ხარჯებს არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში მთავრობის წევრებთან დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაივლიან.
„ჩვენ ვმუშაობდით წინა დღეებში, ვიმუშავებთ შაბათ–კვირასაც, რათა მომავალი კვირის დასაწყისში უკვე მთავრობის ყველა წევრთან ერთად გავიაროთ თოთოეული სამინისტროს დაფინანსება, მას შემდეგ, რაც პროექტი მზად იქნება“,-განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მთავრობის მიერ აღებული ყველა სოციალური ვალდებულება შესრულდება.
ამასთან, ხადურის განცხადებით, მთავრობამ უკვე გადახედა მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან