2018-08-16 14:59:58, 1790 ნახვა
სხვადასხვა
სამ დღეში აჭარის მასშტაბით დიარეის 134 ხოლო, კვებითი ინტოქსიკაციის 154 შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარის მასშტაბით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სავარაუდო ინფექციური წარმოშვების დიარეით (A009) 134 საკვების მიერი მოწამვლით (A05.9) 154 პაციენტი შევიდა.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნეტრში განუცხადეს.
პაციენტების მიმართვიანობა აჭარაში არსებულ სხვადასხვა სტაციონარებში დაფიქსირდა.
ცენტრის ინფორმაციით, დიარეისა და საკვებით მოწამვლის ნიშნები 13, 14, 15 აგვისტოს არის დაფიქსირებული.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნეტრის ცნობით 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტოქსიკაციით და დიარეით პაციენტების სტანციონარზე მიმართვიანობა 20 პროცენტითაა გაზრდილი.
"ექსპრესნიუსი" ბათუმსა და აჭარაში გახშირებული მოწამვლისა და დიარეის საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე უცხოელმა ტურისტმა სხვადასხვა ფორუმზე კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ დაწერა.
ავტორი: ,