2018-08-13 11:09:08, 1188 ნახვა
სხვადასხვა
შავი ზღვის სანაპიროზე მომდევნო დღეების განმავობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა კი +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 14 -16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.
„ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ რეგიონებში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ,