2015-03-31 14:36:18, 396 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრიორიტეტად ბავშვთა უფლებებიც გამოყო.
მისი შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
„იუნუსეფის მონაცემებით დღეს ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ვიცი, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია. მაგრამ მოგიწოდებთ - კარგად დავფიქრდეთ პრიორიტეტებზე. რა თქმა უნდა პრობლემა ფართოა და ყველას გვეხება, მაგრამ განსაკუთრებით მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებებს - ბაგა-ბაღების დაფინანსება თუ გადაუდებელი დახმარება მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტების საქმეა.“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან