2016-11-25 14:23:42, 1150 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი კიბერდანაშაულის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას გეგმავს
კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ამიტომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა დასახვეწია და ამაში გეთანხმებით, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის შეკითხვას, კიბერდანაშაულის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მისი უწყება მზად არის "პატრიოტთა ალიანსთან" ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს.
"მომავალ წელს ვგეგმავთ ულტრათანამედროვე საშუალებების შეძენას. გარდა ამისა, აშშ-სთან ერთად და ასევე ესტონეთთან ერთად, ვახორციელებთ ჩვენი თანამშომლების მომზადებას და ტრენინგებს. ისინი აქტიურად გვეხმარებიან. ასევე მიმდინარე და დაგეგმილი გეგმები გვაქვს, იმისთვის, რომ კანონმდებლობა დავხვეწოთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან