22:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:56:02, 1146 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინელი და რუსი ხალხი ერთი ერია

„უკრაინელი ხალხი და რუსი ხალხი ერთი ერია“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსიის წლისთავზე მოსკოვში გამართულ კონცერტზე განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი ყველა იმ სირთულეს დაძლევს, რომელსაც უქმნიან. 

„რუსეთში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ რუსეთი და  უკრაინელები ერთი ერია,  ასე ვფიქრობ ახლაც, თუმცა  რა თქმა უნდა უკიდურესი ნაციონალიზმი  საზიანო და საშიშია.  დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი ობიექტურად შეაფასებს მათ ქმედებებს, ვინც  ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანა. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებეთ, რაც შეგვიძლია, იმისათვის, რომ უკრაინამ გადალახოს ეს რთული პერიოდი.ჩვენ უნდა დავძლიოთ ის სირთულეები, რომელსაც გვიქმნიან“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა.

ცნობისთვის, ყირიმის ანექსიის წლისთავზე მიძღვნილ კონცერტში 100 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რუსეთის პირველმა პირმა ქვეყნის ჰიმნი იმღერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics