20:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 12:26:38, 511 ნახვა

საზოგადოება
დასაქმებისათვის საჭირო უნარჩვევებზე 8 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, დასაქმებისათვის საჭირო უნარჩვევებზე 8 დღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის შემაჯამებელ შეხვედრაზე აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი ნათია ჯაიანი იყო მიწვეული, რომელიც ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.

ნათია ჯაიანმა ასევე აჭარაში შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და არსებული რესურსების შესახებ ისაუბრა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ, სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების თაობაზე.

ტრენინგს ამერიკელი მოხალისე სარა შოლცი გაუძღვა.

სემინარების მიზანი ახალგაზრდებში დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება იყო.

(მოდულის თემები: დადებითი კომუნიკაცია; გადაწყვეტილების მიღება; კარიერის დაგეგმვა/შეფასება; მიზნების დასახვა; შრომის ბაზარზე მოქმედება; გასაუბრება; CV წერა; სამოტოვიაციო წერილის დაწერა; სტაჟირების ძიება).

ტრენინგი არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics