23:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 02:57:28, 1286 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რულოვსი: მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა ის უბნები, სადაც სანდრა რულოვსი იგებს, ბათილად იყოს ცნობილი. 

როგორც რულოვსმა "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, კორცხელის დასარბევად კოლონა მიდის.

"მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად, ჩვენი ხალხი კი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად. ყველა უბანში, სადაც  ვიგებდი, ”ქართული ოცნება” ცდილობს ხმის დათვლის პროცესი ჩაშალოს. ჩვენ უკვე ვიღებდით კომისიის წევრებისგან დამაჯერებელი გამარჯვების დამადასტურებელ ციფრებს. ჩემს მთავარ ოპონენტს, ედიშერ თოლორაიას მისსავე სოფელში, ინგირშიც ვუგებდი და ეს ძალიან სიმბოლური იყო. ახლა კი ყველგან პროვოკაციებია. კოლონა ახლა მიდის კორცხელში, ალბათ კორცხელი 2-ის მოწყობა უნდათ. მე მგონი მათ უნდათ რევოლუციის მოწყობა და არა ჩვენ. მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად. ჩვენი ხალხი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად”, - განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

სანდრა რულოვსის თქმით, სხვა რეგიონებშიც ძალიან რთული ვითარებაა.

"თუ ხარ სუსტი მინისტრი, თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს, რომ ნორმალური ბრძოლა გამართო”, - განაცხადა რულოვსმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics