09:53 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 12:30:34, 424 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ნარმანიას მიწვევას აპრილში გეგმავს

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" დავით ნარმანიას მიწვევას აპრილში გეგმავს.  ამის შესახებ აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკრებულოში მერიის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში თვის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ბერაძეს  ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია "ქართულ ოცნებას" მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ დედაქალაქის მერი აპრილის დასაწყისამდე მიიწვიონ.
"ჩვე უკვე თბილისის მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ანგარიში მოვისმინეთ. ხვალ კი, კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშს მოვისმენთ. გადაწყვეტილება გვაქვს, რომ 25 მარტამდე ყველა საქალაქო სამსახურს მოვუსმინოთ, ხოლო შემდგე ამ ანგარიშების მოსმენა მოხდება კომისიურად. აპრილის დასაწყისში კი, ფრაქციას დაგეგმილი აქვს,  რომ დავით ნარმანია მოვიწვიოთ და სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი მერიის მიერ გაწეული მუშაობა. მანამდე კი, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,  დავით ნარმანია კიდევ იქნას მოწვეული",-აღნიშნა ბერაძემ.
ცნობისთვის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე კვირას მიიწვიონ, რისთვისაც პროცედურულად,  13 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საკრებულოში ამ ეტაპზე 10 დეპუტატის ხელმოწერაა  საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics