17:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:12:18, 1181 ნახვა

კომენტარი
თურქეთის ელჩი: ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული

ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული,- ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი მედიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინც დადის საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, ტერორისტები არიან. სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენ ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათ კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო. როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი საკითხების განხილვას საქართველოს შესაბამის ორგანოებთან იმ შესანიშნავი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმა აჭარაში იასინ თემისქანმა განაცხდა, რომ აჭარაში არის სკოლები, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics