13:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 10:18:46, 961 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: თბილისის აეროპორტში ინვესტორის მიერ 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა

თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადისა, რომელიც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში განხორციელდა.

„გუშინ გაიხსნა განახლებული ასაფრენ დასაფრენი ზოლი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში და ეს არის კიდევ ერთი განახლებული ინფრასტრუქტურა თბილისის აეროპორტში. 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ინვესტორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თვითონ ზოლის განახლება მიმდინარეობდა აეროპორტის ოპერირების დროს, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია და უნიკალური გამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით. 12 კვირის განმავლობაში დასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავაანონსეთ, რომ დაიწყო ახალი ტერმინალის მშენებლობა. ასე რომ, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადისა, რომელიც დღეს საქართველოში შეიმჩნევა.  ასევე ახალი ავიარეისები ემატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics