|
2016-04-21 18:54:21, 911 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძინ იენჩის შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე და საინტერესო სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ასევე ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან გაზრდილი ექსპორტის საკითხს, ქართული ღვინის პოპულარობასა და კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა, გააცნო რეგიონალურ ჭრილში ჩინეთთან უკვე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და კონსული ლი ხონგი. თანამშრომლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ ფაზაში 2015 წელს შევიდა. სწორედ აღნიშნულ წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის, აგრეთვე ბათუმის მერიასა და სინძიან უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩს შორის. მემორანდუმები ითვალისწინებს თანამშრმლობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს აჭარის რეგიონით დაინტერესნენ ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)