12:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 16:03:10, 1135 ნახვა

მსოფლიო
მუსლიმთა ასოციაციის თავმჯდომარე: მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ტერორიზმს

მუსლიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ასად მაჯები, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, აცხადებს რომ ასოციაცია მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს ბელგიის ხელისუფლებას.

მისივე თქმით, ვინც ტერაქტებთან რაიმე კავშირშია, აუცილებად ყველა უნდა იყოს დაკავებული.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ მცხოვრები მუსლიმები მშვიდობისმოყვარე ხალხია. ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დანაშაულს ჩადიან, მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი არ აწყობენ ტერაქტებს ისლამის დასაცავად. ისლამი კატეგორიულად კრძალავს მკვლელობის ჩადენას.

ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა იმას ნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობა ამოხოცო. ეს ტერორისტებმა არ იციან და გამოდის, რომ არც ყურანი აქვთ წაკითხული. ჩვენ მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ტერორიზმს. არ უნდა მივცეთ ტერორისტებს ჩვენი დაყოფის უფლება. ისინი სწორედ ამის გაკეთებას ცდილობენ, რომ შემდეგ მიზანს ადვილად მიაღწიონ“, - განაცხადა ასად მაჯებიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილი 3 პირიდან 2 გარდაცვლილია, 1 კი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics