12:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 13:00:06, 1175 ნახვა

მსოფლიო
ბელგიელ პოლიციელებს ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნაში ტაქსის მძღოლი დაეხმარა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში და სკარბეკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Derniere Heure ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტაქსის მძღოლი სამართალდამცველებს ტერაქტის შემდეგ რამდენიმე საათში დაეკონტაქტა. სააგენტოს ცნობით, ტაქსის მძროლმა გაიხსენა, რომ ტერაქტის განხორციელებამდე 1 საათით ადრე მან 3 ახალგაზრდა აეროპორტში მიიყვანა.

მძღოლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს საკმაოდ ბევრი ბარგი ჰქონდათ, აეროპორტის კამერების ჩანაწერებზე კი მხოლოდ 3 ჩანთა არის ასახული. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ ტაქსის მძღოლი დაეხმარა პოლიციას კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნაში.

ცნობისთვის, ტაქსის მძღოლმა ბინის მისამართიც მიაწოდა სამართალდამცველებს. პოლიციამ მოგვიანებით ამ ბინაში კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვა. როგორც მძღოლი აცხადებს, ეჭვმიტანილებს ყველა ჩანთის წამოღება თან უნდოდათ, თუმცა ადგილის სიმცირის გამო მძღოლმა მათ ნება არ დართო. გარდა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა ბინაში "ისლამური სახელმწიფოს" დროშაც იპოვეს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, სამართალდამცველები Renault Clio და Audi S4 ეძებენ, რომლებიც ბელგიის პროვინციაში მცხოვრობ ტერორიზმში ეჭვმიტანილს ეკუთნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics