2025-08-13 17:08:11, 1795 ნახვა
საზოგადოება
სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 ონლაინმედიის განცხადება
22 ონლაინმედია თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის დასაცავად გაერთიანდა. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ ლოზუნგით გაერთიანებული ონლაინგამოცემების ვებგვერდებზე შესულ მკითხველს დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, შავი ფონი ხვდებოდა. ვებგვერდების ჩართვის შემდეგ კი რედაქციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
„დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“
ავტორი: ექსპრესნიუსი,