2025-03-20 09:35:03, 1182 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კროპივნიცკიზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიზე მასიური შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს.
„განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი, მრავალსართულიანი შენობები. როგორი დაცინვაა - მტრის დრონებმა მშვიდობის ქუჩას დაარტყეს“, - აღნიშნა რაიკოვიჩმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც „უკრზალიზნიციამ“ რიგი მატარებლების მარშრუტი შეცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,