22:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 12:38:19, 876 ნახვა

ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - ჩემი მისიის ნაწილია ზელენსკის მოსმენა, მზად ვართ, მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა, გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა.

კელოგი დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ჩვენ მოვუსმენთ მათ. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები შეერთებულ შტატებში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გავიგეთ“, – განაცხადა კელოგმა.

ამასთან, კელოგი აცხადებს, რომ სჯერა, ომი არ დაიწყებოდა, ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

„ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება, ხვდება, როგორი ნგრევაა. გვინდა, რომ ეს დასრულდეს“, – განაცხადა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics