17:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 20:39:17, 1022 ნახვა

სხვადასხვა
გერმანელი ტურისტი საქართველოში გველის ნაკბენით გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანთან გველის ნაკბენის შედეგად 45 წლის გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 29 ივლისს მოხდა.

როგორც „ბათუმელებს“ ჩაისუბნის მერის წარმომადგენელმა ჯუმბერ ყურშუბაძემ განუცხადა, შემთხვევის დროს ტურისტი ოჯახთან ერთად ჩაისუბნის ტყეში იმყოფებოდა.

„ამ გველს მთის აკლდამა ჰქვია, ის ჩვენს მთებში შენიშნეს. როდესაც გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნახეს ფოტო, თქვეს, რომ ეს იგივე გველი იყო.

ტყეში იყო, ფაქტობრივად, სასწრაფო დახმარების მანქანამ ვერ მიაღწია და გარდაიცვალა“, - გვითხრა ჯუმბერ ყურშუბაძემ.

ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა ამ ტიპის გველის შესახებ, რაზეც ჯუმბერ ყურშუბაძემ გვიპასუხა, რომ მთის აურზაკი ამ რეგიონში მართლაც არის ნაპოვნი და მასთან შეხება საშიშია.

„ფოტოებზე ნახეს, რომ მას გველი ეჭირა ხელში. ტურისტს ხელთათმანები ეცვა, მაგრამ თავი ვერ დაიცვა. მსგავსი შემთხვევა აქ არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ჯუმბერ ყურშუბაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics