12:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 18:36:57, 1964 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

 მათვე ინფორმაციით, გენერლებმა შეხვედრა საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრით დაიწყეს. 

როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს მოდერნიზაციის გზაზე, იმაღლებს ურთიერთავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და შეაქვს კონტრიბუცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კუთხით აღინიშნა ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობა. 

,,გენერლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის განვითარებაში ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ამერიკული მხარის დახმარებით გადაიხედა საბრძოლო წვრთნების გეგმები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ამერიკელი ექსპერტები კი, ეროვნული გვარდიის როლისა და ფუნქციების განსაზღვრაში, ასევე, ეროვნული გვარდიის კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ. 
შეხვედრის დასასრულს ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოთქვეს და ერთმანეთს სასაჩუქრე დაფები გაუცვალეს. 
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მრავალეროვნული სწავლების - Agile Spirit 2021-ის დახურვას დაესწრება.’’- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics