2021-07-05 17:24:31, 946 ნახვა
კომენტარი
ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - ძალადობა LGBTI-სა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მიუღებელია
„ძალადობა LGBTI-სა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მიუღებელია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ მიხაელ როთიმ დაწერა.
მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვა სურს.
„სოლიდარობას ვუცხადებ ყველას საქართველოში, ვისაც საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვა სურს, რომ იყოს თავისუფალი და განსხვავებული.
ძალადობა LGBTI-სა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მიუღებელია“, - წერს მიხაელ როთიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,