17:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 11:04:34, 1160 ნახვა

კომენტარი
ლუის ენრიკე: დინამო არენაზე ძალიან კარგი მოედნის საფარი დაგვხვდა

„დინამო არენაზე“ გამართული უეფა-ს სუპერთასის მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მოედნის შესახებ ისაუბრა.

როგორც ენრიკემ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დინამო არენას“  საფარით კმაყოფილი დარჩა.

"ხანგრძლივი ფრენა მოგვიწია, მაგრამ ძალიან კარგი მხარდაჭერა გვქონდა და ასევე ძალიან კარგი მოედნის საფარი", - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

უეფა-ს ევროპის სუპერთასის მფლობელი „ბარსელონა“ გახდა. „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5-4 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 4:4 დასრულდა. გადამწყვეტი, მე-5 გოლი გოლი კი მატჩის 115-ე წუთზე, დამატებით დროში „ბარსელონას“ ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა გაიტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics