10:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 13:34:50, 783 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა იოჰანეს ჰანი მიიღო

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ΙΙ-მ  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიღო.
შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროკომისრის თანმხლები პირები ესწრებოდნენ.
მისმა უწმინდესობამ მადლობა სტუმრს მიბრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და იმ პროცესის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვითარდება. ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და მადლიერება გამოთქვა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ გამოხატავენ.
შეხვედრაზე დამსწრე პირთაგან იმ წვლილის შესახებაც ითქვა, რომელიც საქართველოს ეკლესიას ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რელიგიათშორისი ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეაქვს.
თავის მხრივ, ჰანმა ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი უწმიდესობის გამორჩეულ როლზე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და დასძინა, რომ ბრიუსელში საქართველოს მწყემსთავრის საქმიანობას კარგად იცნობენ, დიდად აფასებენ მას და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და  იმედი გამოთქვა, რომ საქართველო  ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს თავს წარმატებით გაართმევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics