10:03 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 17:06:52, 1407 ნახვა

სპორტი
ზაზა ხუციშვილი: გუშინ ვთქვი, რომ მონადირე ვარ და ისე ააგორეს თითქოს საქართველოში სასროლეთის გახსნა მინდა

„ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ხუციშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კარგი მონადირე ბუნების კარგი დამცველია და მისი გუშინდელი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გადმოცემული.

„სადაც პრინციპულობის გამოჩენა იქნება საჭირო, ნებისმიერ საკითხში ძალიან პრინციპული ვიქნები, მათ შორის გარემოს დაცვის სფეროშიც. თუმცა, პარლამენტი მაინც საკანონმდებლო საქმიანობას ითხოვს. გუშინ მე ვთქვი, რომ მონადირე ვარ და ამიგორეს, თითქოს საქართველოში სასროლეთის გახსნას ვაპირებ. მე მონადირე ვარ და გული მტკივა თუ როგორც ექცევიან დღეს ჩვენს ქვეყანაში ბუნებას. ჩვენი ფაუნა ქვეყნისთვის დიდი რესურსია და ამას დაცვა და გამრავლება ჭირდება, ხოლო ამ რესურსის ნაწილის მოპოვება კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნადირობაა აკრძალული. საერთოდ, ან არ უსმენენ ადამიანს ან მხოლოდ იმ ნაწილს აქცევენ ყურადღებას, რომელიც აწყობთ.  კარგი მონადირე ბუნების კარგი დამცველია და ამ მიმართულებითაც ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მას არაერთ სფეროში აქვს გამოცდილება, მათ შორის ნადირობაში და გამარჯვების შემთხვევაში, ის ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics