22:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:45:32, 837 ნახვა

სამხედრო
III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დახვდა.

ქართველი სამხედროები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ბალხის პროვინციაში შვიდი თვის მანძილზე შეასრულებენ სამშვიდობო მისიას. 32-ე ბატალიონის ასეული როტაციის წესით, მაზარ-ი-შარიფში მყოფ IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველ სამხედროებს სწრაფი რეაგირების ძალების ფუნქცია დაეკისრებათ. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ბაზა "მარმალზე“ მოგვიანებით გაიმართება.

ქართველმა სამხედროებმა მომზადება ივნისში დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, დადებითად შეფასდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics