14:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 17:23:50, 682 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატზე კონსულტაციები დაიწყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა.

როგორც საგანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა.

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით კონკრეტულ კანდიდატურაზე საუბარი არ არის და ეს კონსულტაციების თემაა.

„პრეზიდენტთან შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით შედგა. ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ამოცანა ყველას გვაქვს ერთი, პრეზიდენტსაც, პარლამენტსაც და სურვილი მოსახლეობასაც, რომ უზენაეს სასამართლოს ყველაზე ღირსეული პროფესიონალი ადამიანი ჰყავდეს, რაც დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. დეტალები და ნიუანსები კონსულტაციების თემაა“, - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პრეზიდენტთან რამდენიმე დღეში გაიმართება.

კითხვაზე, პარლამენტიდან სხვა დეპუტატებიც ხომ არ მიიღებენ პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას, საგანელიძემ აღნიშნა, რომ მას აქვს უფლებამოსილება და ნდობა კოლეგებისგან, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე პრეზიდენტთან თავად აწარმოოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics