19:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 16:22:39, 10184 ნახვა

კულტურა
აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც  რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, საელჩოში წარმოდგენილ იქნა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის და გორის არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ქართლოსის ფოტომასალების გამოფენა. ასევე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფლორიან ნოლტემ და რიკარდა ლანდაუმ წარადგინეს პროექტი „ 10 წელი ომის შემდეგ".

აღსანიშნავია, რომ გერმანელ სტუდენტთა ჯგუფი, პროექტის განხორციელების მიზნით აპრილის თვეში გაემგზავრნენ საქართველოში და მოინახულეს, როგორც საოკუპაციო ხაზი, ასევე არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს ომისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან.

ღონისძიების დასასრულს, საელჩოში გაიმართა თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება „Creeping Borders".

გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანელი ჟურნალისტები, გერმანულ-კავკასიური საზოგადოების დამფუძნებელი, ასევე  ქართველი და გერმანელი სტუდენტები.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics