10:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 22:58:50, 1757 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთში სისხლის სამართლის ნორმებით ქალის ცემა აღარ დაისჯება

რუსეთის ფედერაციის დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ახლო ნათესავისთვის ერთჯერადი დაზიანებების მიყენება დეკრიმინალიზებული ხდება. კანონპროექტს მხარი 385 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი წავიდა.

რუსეთში ფიზიკური დაზიანებების მიყენება სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიაში გადაინაცვლებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ფედერაციის საბჭოს წევრი, ელენა მიზულინაა.

დუმის დეპუტატის ოლგა ბატალინას განცხადებით, როცა კაცს არ უნდოდა ცალის ცემა, მაგრამ ემოციები ვერ გააკონტროლა იგი ამისთვის არ უნდა დაისაჯოს.

"ცხოვრებაში შეიძლება ბევრნაირი სიტუაცია შეიქმნას, დასახელებული ცვლილებები კი იმ ადამიანების გონივრულ პასუხისმგებლობას დააყენებს, ვინც დაზიანებების მიყენება ემოციური კონფლიქტის დროს ჩაიდინა, მაშინ, როდესაც მას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია." - აცხადებს ბატალინა.

კანონის კიდევ ერთი ავტორის, მიზულინას მტკიცებით სახელმწიფო, რომელიც ოჯახის მარჩენალ ქმარს ციხეში სვამს -  "ოჯახის დანგრევაშია დამნაშავე და წყვილს შერიგებაში ხელს უშლის".

კანონპროექტის თანახმად, თუ ოჯახის წევრმა იძალადა, მაგრამ ამ ქმედებით არ მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანება (ტრავმა), და შრომისუნარიანობა არ დააკარგვინა სხვა ოჯახის სრულწლოვან წევრს, ეს დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსს კარგავს და მხოლოდ 5-დან 30 ათას რუბლამდე (ან 240 საათი საზოგადოებრივი სამუშაოები) ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics