2017-01-19 17:59:31, 995 ნახვა
სხვადასხვა
გერმანიის პარლამენტმა კანაფის სამედიცინო მიზნით მოხმარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
გერმანიის პარლამენტმა კანაფის სამედიცინო მიზნით მოხმარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტარებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მწვავე დისკუსიის შემდეგ მიიღეს.
ამისთვის, ოპოზიციური პარტიები, მაგალითად „მწვანეები“ საკმაოდ დიდხანს იბრძოდნენ. როგორც ექიმები აცხადებენ, მარიხუანა კიბოთი დაავადებულთათვის, განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის შემდეგ, სასარგებლოა. მათივე თქმით, კანაფი უმადობის წინააღმდეგ და წონის დაკლების მიზნით გამოიყენება. ის, ასევე, გაფანტული სკლეროზის ნიშნებსაც ამცირებს.
ცნობისთვის, რეცეპტით სამედიცინო მარიხუანას მიღება შესაძლებელია საფრანგეთში, კანადაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან