12:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 17:27:06, 846 ნახვა

სხვადასხვა
ჯიღაურას კოლექციას ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეემატება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს  სამუშაო ვიზიტით  ესპანური სანერგე კომპანიის „La Encina“ მფლობელი ხუარეს ფერერა ესტუმრა. ესპანელ სტუმარს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მეხილეობისა და მემცენარეობის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება განიხილეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.   
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი  სანერგე მეურნეობა   „La Encina“  გამორჩეულია ხეხილოვანი, კაკლოვანი და ციტრუსოვანი კულტურების, აგრეთვე აგროსატყეო და დეკორატიული მცენარეების ნერგების ფართო სპექტრით.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სანერგე კომპანიის „La Encina“  მფლობელმა,  ხუარეს ფერერამ  სოფელ ჯიღაურაში  მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იქ მიმდინარე  კვლევებს. 

როგორც ხუარეს ფერერამ განაცხადა, ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევით ცენტრს უსასყიდლოდ გადასცემს ხეხილისა და  ციტრუსოვანი კულტურების ნერგების კოლექციას, რომელთა უმეტესობაც საქართველოსთვის ახალ ჯიშებს წარმოადგენს. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ახალი ჯიშის ნერგები   სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე (ჯიღაურა, ანასეული და სხვ) გაშენდება.


(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics