21:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 15:52:24, 3565 ნახვა

კულტურა
4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება

ბათუმი-თბილისის მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, 4 სექტემბერს,  ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტით დასრულდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და  მასში  მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი (ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი) მონაწილეობენ. კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი). 

„2014 წლის შემოდგომიდან „ღამის სერენადები“, პარალელურად, თბილისშიც იმართება.  ღონისძიებისადმი ინტერესი ყოველწლიურად მატულობს. ძალიან საინტერესო ფესტივალია და მსმენელი დიდ სიამოვნებას იღებს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ამ ღონისძიების აქტიური მხარდამჭერია. წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია იმითაც, რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის საიუბილეო თარიღს ემთხვევა და მსმენელი განსხვავებულ პროგრამას მოისმენს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.  

საიუბილეო გალა-კონცერტამდე, 2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორიში“ გაიმართება საქველმოქმედო საღამო. 3 სექტემბერს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყობა ლიანა ისაკაძის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი სერიის ჩვენება. (რეჟისორი - ალექსანდრე ვახტანგოვი).

ბათუმი-თბილისის me-8 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27-28 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში გაიხსნა. შემდეგი კონცერტი 30 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდა. ეს იყო ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალური გზავნილი აფხაზეთში, სადაც 1982 წელს  საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ პირველად ჩატარდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს,  აღდგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics