|
2015-02-25 19:59:02, 644 ნახვა
პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი: მარგველაშვილი სამარცხვინოდ მოიქცა
სამარცხვინოა, როცა დღეს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად უარს გვეუბნება იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა. გაბაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ხალხის ინტერესი, იყოს მსჯელობა ლარზე და ეკონომიკაზე, ჩვეულებრივ შიდა ინტრიგებში და ვაჭრობაში გაცვალა. მისივე თქმით, პრეზიდენტი გვენეტაძის საკითხით ვაჭრობს. „მაშინ, როცა ლარი, ეროვნული ვალუტა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მაშინ, როცა ქვეყანაში მძვინვარებს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და ეს მდგომარეობა სწორედ საქართველოს მთავრობის უნიათობამ და არაკომპეტენტურობამ მოიტანა და თვეების განმავლობაში, თითი თითზე არ დაუკარებიათ იმისათვის, რომ ეს დღე არ დამდგარიყო. დღეს ისინი აბსოლუტურად გეგმის გარეშე არიან, არ იციან რას აკეთებენ, დაკავებულები არიან ცარიელი პიარით და აი ამ ფონზე მოსმენაც კი არ უნდათ იმ გეგმის, რომელიც არსებობს რეალურად და რომელსაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ამ სიტუაციაში, პრეზიდენტი მარგველაშვილი, სამწუხაროდ, მოიქცა, როგორც ჩვეულბრივი, განუყოფელი ნაწილი ამ უპასუხიმგებლო პოლიტიკური გუნდისა, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისა და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მან ჩვეულებრივ შიდა ინტრიგებში, ვაჭრობაში გაცვალა ხალხის ინტერესი, რომ დღეს მსჯელობა იყოს ლარზე და ეკონომიკაზე. ის ვაჭრობს გვენეტაძის საკითხით - თავისი კანდიდატურის სასამართლოში, არ ადებს ვეტოს ნაფიცი მსაჯულების საკითხს, მედიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს. მარგველაშვილი მოიქცა სამარცხვინოდ, და ეს არის სამარცხვინო, როცა დღეს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად უარს გვეუბნება იმ გეგმის განხილვახე, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ხალხის ყოველდღიური გაღარიბება“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)