2015-02-24 16:25:52, 485 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძეს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ მოუსმენენ.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ იმედი გამოთქვა, რომ სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ან მათი უფლებამონაცვლეები დაესწრებიან.
„მინდა იმედი ვიქონიო, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავის ვალდებულებას შეასრულებს და სხდომას მისი მხირდან კომიტეტის წევრები, ან მათი უფლება მონაცვლეები დესწრებიან. ვისაც ხმის მიხემა არ უნდა, შეუძლია ეს ხმის მიცემისას გამოხატოს“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურისთვის ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. სხდომაზე 6 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა ქვორუმით 8 კაცი იყო გათვალისწინებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან