03:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 20:47:56, 879 ნახვა

საზოგადოება
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე ივანე ილურიძე, რომელიც 2025 წლის 9 აგვისტოს ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯისთან ახლოს დააკავეს, ცხინვალში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, ილურიძე „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ გაასამართლეს. კგბ ამტკიცებს, რომ მან ეს ქმედება „განზრახ“ და „ნასვამ მდგომარეობაში“ ჩაიდინა.

„სასჯელის ვადის გასვლის გამო, ილურიძე გათავისუფლდა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მხარეს გადაეცა“, - აღნიშნა პრესსამსახურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics