11:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:20:34, 1105 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე დემოგრაფიული პრობლემები და ოჯახის დაგეგმარება განვიხილეთ

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით,  პრაღის ფორმატში კარასინთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, ხოლო უშუალოდ მსჯელობა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა.

როგორეც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხაარებს შორის საუბრისას შესაძლებელია ნებისმიერი მოკლე კომენტარის გაკეთება, რომელიც არანაირი ვალდებულების მატარებერლი არ არის.

„კარასინს რომ შევხვდი, კითხვა დამისვა, რა ამინდია თბილისში?! მე ვუთხარი გაზაფხული საქართველოში ცოტა ადრე მოვიდა. პირველი - გლობალური კლიმატური ცვლილებები განვიხილეთ. შემდეგ მკითხა, როგორ არიან შვილიშვილები, რამდენი შვილიშვილი გყავს, -7, მე რამდენი? - 5, - განვიხილეთ დემოგრაფიული პრობლემები და ოჯახის დაგეგმარება. ეს არის გასაუბრება და მეორეა მსჯელობა, როდესაც მსჯელობ ფუნდამენტალურად, ციფრებით, ქაღალდებით, სტატისიკით, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაგრამ საუბრისას შეიძლება ნებისიერი მოკლე კომენტარის გაკეთება, არანაირი ვალდებულების მატარებელი ეს კომენტარი არ არის“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics