21:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 17:02:03, 1037 ნახვა

სხვადასხვა
Nike-ის ინოვაცია - ფეხსაცმელი ავტომატური შეკვრის ფუნქციით

კომპანია Nike-მა ახალი ინოვაციური ფეხსაცმელი წარადგინა, რომლის თასმებიც ავტომატურად იკვრება. ახალი მოდელი HyperAdapt-ის სახელითაა ცნობილი.

თასმა ავტომატურად მას შემდეგ იკვრება, როგორც კი ქუსლში ჩამონტაჟებული სპეციალური გადამცემი ფეხსაცმელში ფეხის ჩადგმაზე რეაგირებს. თასმების სიგრძის დარეგულირება შესაბამისი ღილაკებით არის შესაძლებელი, რომელიც ფეხსაცმელზეა დამონტაჟებული.

კომპანია ახალ ფეხსაცმელზე დიდ იმედებს ამყარებს და სურვილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი მასშტაბურ გაყიდვაში შევიდეს.

ინოვაციური ფეხსაცმლის გაყიდვა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა მისი გაყიდვის ფასი ჯერ კიდევ უცნობია.

ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი ადრე კომპანია Puma-მ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Puma-ს სპორტულ ფეხსაცმელს Autodisc-ის აგრეთვე გააჩნდა თასმების ავტომატური შეკვრის ფუნქცია, თუმცა ეს ფუნქცია ღილაკზე დაჭერით რეგულირდებოდა და არა ჩაცმისთანავე.

ფეხსაცმელი მასობრივ წარმოებში ჯერ არ შესულა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფეხსაცმლის დატენვის სისტემა უნდა დაიხვეწოს, რადგან ახლა ის USB-კაბელით იტენება.  Nike-ში ამბობენ, რომ მომხმარებელი უპირატესობას მიანიჭებს, ფეხსაცმელი სპეციალურ ხალიჩაზე დატენოს.

საინტერესოა, რომ თასმების ავტომატური შეკვრის ფუნქცია, მას შემდეგ გახდა პოპულარული და ცნობილი, რაც 1989 წელს ფილმი "უკან მომავალში 2" გამოვიდა. ფილმის მთავარ გმირს სწორედ ასეთი ფუნქციით დატვირთული ფეხსაცმელი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მთავარ გმირს ფეხსაცმელი  NIke-მა შეუქმნა. პროექტის განხორციელებისთვის, კომპანიას 15 წელი დასჭირდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics