12:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 04:39:28, 1302 ნახვა

მსოფლიო
ანკარის ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა დაჭრილია 126 ადამიანი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, დაჭრილია 126 ადამიანი, აქედან 25 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. როგორც თურქული სააგენტოები იუწყებიან, ადგილზე მივიდნენ თურქეთის მთავრობის წევრები.

თურქეთის შს მინისტრმა ეფკან ალამ პირობა დადო, რომ ყველა ტერორისტი პასუხს აგებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა ერთ დღეში ტერორისტები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტობუსის გაჩერებაზე, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქება ათათურქის ბულვარის მახლობლად მოხდა, სადაც სამინისტროებია განლაგებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics