23:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 12:18:58, 755 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა. 

ოდესის რეგიონული გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, პაველმა ოდესის შავი ზღვის პორტი მოინახულა. 

"აღსანიშნავია, რომ მტრებმა ჩვენი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური შეტევა ოდესის რეგიონზე. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მსოფლიოსთვის: ომი ისევ ძალაშია და უკრაინა აგრძელებს ბრძოლას" – წერს კიპერი Telegram-ზე. 

რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში 21 მარტის დილას მიიტანა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი.

უწყების ცნობით ქალაქში რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა, ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს, მაღაზიებს, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics