23:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 14:16:36, 903 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომის წელს დასრულება სურს

უკრაინას ომის წელს დასრულება სურს და ელის, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ თუ ის უარს იტყვის, უკრაინელები მზად არიან, წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ Firstpost-ს განუცხადა.

„გვჯერა, რომ ომი წელს დასრულდება. ჩვენ ყველას ეს სტრატეგიული მიზანი გვაერთიანებს - მივაღწიოთ სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას. ველით, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, რათა მსოფლიო ასპარეზზე სხვა აქტორებმაც არ იმოქმედონ ისე, როგორც რუსეთი მოქმედებს.

„ეს ომი ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის აღდგენას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა - დიპლომატიური მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა - რათა უკრაინაში სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობა დამყარდეს“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და ვერცერთი სტრატეგიული ტერიტორია ვერ დაიკავა.

„ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა და გავათავისუფლეთ ოკუპირებული ტერიტორიების 50%, მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა შავ ზღვაში და შევზღუდეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობები და რუსეთს არც ერთი სტრატეგიული ტერიტორია არ დაუკავებია“, - განმარტა უკრაინელმა დიპლომატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics