11:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 10:03:24, 919 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჰუმანურ გადაწყვეტილებას ელოდება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური  წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჰუმანურ გადაწყვეტილებას ელოდება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ჰუმანურ განაჩენს გამოიტანს. ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, არის ომის მსხვერპლი. ის თავისი ქვეყნისთვის იბრძოდა და ასეთ ჰუმანურ გადაწყვეტილებას ელის მთელი საერთაშორისო საზოგადოება”, - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გააქტიურდეს თუ არა ოფიციალური თბილისის განცხადებები, აბაშიძემ უპასუხა:  “ვნახოთ, იქნებ, გაკეთდეს კიდევ განცხადებები”.

ცნობისთვის, ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად  რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება, რომლებიც  უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. ნადეჟდა  სავჩენკო ბრალს არ აღიარებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics