11:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 12:57:38, 1189 ნახვა

კომენტარი
დავით ნარმანია პროკურორის შვილის დაფინანსებაზე: ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა

„ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა“,  - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისანი-სამგორის რაიონის პროკურორის შვილის სწავლის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან ჩვენ თამარ გერგედავას დავეხმარეთ. ასეთი რამ არ ყოფილა. სხვა სოციალური ღონისძიებებიდან, საიდანაც შეჭირვებული ოჯახების სწავლის საფასური ფინანსდება, იქიდან მოხდა მისთვის თანხის გამოყოფა. თუმცა, ოჯახი არ ყოფილა შეჭირვებული და ამის შესწავლა უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერი საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში შესაბამისი სამსახურები არსებობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics