11:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 15:08:30, 1013 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება, ციხისძირში სამუშაოები არ გაგრძელდება

„სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში, სამუშაოები არ გაგრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ციხისძირში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, ივანიშვილი აქციის მონაწილეებს დაეთანხმა, რომ ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს და ხეების გადარგვის პროცესი კანონის სრული დაცვით უნდა წარიმართოს.

„საუბარი მიდის დოკუმენტაციაზე, დოკუმენტაცია მოწესრიგებული არ არის. მე ამას მეორე მხრიდან ვნახავ. მანამდე სამუშაოებს ვაჩერებთ და სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება, სამუშაოები არ გაგრძელდება. აქვე გპირდებით, რომ ბუნებას აღვადგენთ და იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო. ერთი ხის ადგილზე, მინიმუმ, 10-ს დავრგავ და პარკს ამით არაფერი დააკლდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics