10:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 23:39:39, 1488 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ის რომ ყველაზე რთულ დროს ქვეყანა ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ, მომავალი თაობების წინაშე იქნება ძალიან დიდი საქმე

როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის ეს ამყარებს მხოლოდ იმ ერთადერთს და უალტერნატივო ვერსიას, რომ მიდის უდიდესი კამპანია საქართველოს ომში ჩასართავად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებებს ასე თამამად და დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ, რომ არა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში თანაზიარია.

„ამით ვიამაყებ სარკესთანაც რომ დავდგები, ჩემი შვილის წინაშეც და ჩვენი საზოგადოების წინაშეც, რომ მე ვიყავი იმ გადაწყვეტილებების თანამონაწილე და ჩვენ ვართ იმ გადაწყვეტილებების ავტორი, რომელიც უალტერნატივო ამბავია, სხვანაირად ვერ შეაფასებ, რაც წერია ფურცელზე ფაქტია. ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ასე თამამად, ასე მძლავრად, ასე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ამ ქვეყანაში ვერ მივიღებდით, რომ არა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში თანაზიარია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics